შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1982 წელს. 1980-1983წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურული ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში; 1983-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრტა საბჭოსთან არსებული ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1986-1991წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული გეგმარების საფუძვლების კათედრაზე ასისტენტად; 1991-1998წწ. ამავე კათედრაზე უფროს მასწავლებლად; 1998-2006წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული გეგმარების საფუძვლების კათედრის პედაგოგ-დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარალელურად მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის პროექტებზე მომუშავე არქიტექტურულ ჯგუფში არქიტექტორად; 2007-2011წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად; 2006-2008წწ. იყო არქიტექტურულ-საპროექტო ფირმა "გოდაკო"-ს არქიტექტორი; 2011-2017წწ. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტად, ასევე იყო ამავე ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტი, შეთავსებით; 2012-2013წწ. მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია შპს "მაკოტო"-ს არქიტექტორად, ასევე შეთავსებით; 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტორული გეგმარების საფუძვლების კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან შპს "კავკასიის უნივერსიტეტის" ტექნოლოგიების სკოლის სრული პროფესორი არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსი; მონაწილეობა აქვს მირებული არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის დამუშავებაში, მათ შორის: მრავალფუნქციური საავადმყოფოს კომპლექსის უზნაძის ქუჩაზე, მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის კომპლექსის "ქალაქის გული" აბაშიძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაფარეულის ქუჩაზე (ქ. თბილისში), ინდივიდუალური სახლების ქ. თბილისში, წავკისში, ქ. წყალტუბოში და სხვა; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ შემოქმედებით კონკურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ჩატარებული აქვს კვლევები მხატვრულ-ისტორიულ და არქიტექტორულ თემატიკაზე; ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა და წიგნის "მეთოდური მითითებები არქიტექტურაში"; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 176-177; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |