შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერნარდე ნეაპოლელი![]()
ბიოგრაფიაXVII საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. რომის ეკლესიის დავალებით, საქართველოს პირველად ეწვია 1661 წელს მცირე ხნით. 1670-1680წწ. საქართველოში ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ V-ს ევროპასთან ურთიერთობაში. მეგობრობდა უფლისწულ გიორგისთან (შემდეგში მეფე გიორგი XI); კარგად ფლობდა ქართულ ენას; ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას; კითხულობდა ნუსხურ ტექსტებსაც. ჩაიწერა ქართული ზღაპრები. ეს ჩანაწერები პირველად საქართველოს 1964 წელს გამოიცა. ზღაპრების ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული დიალექტოლოგიისათვის. ცნობილია მისი ორი ხელნაწერი ლექსიკონი (დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში): იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური. ბერნარდე ნეაპოლელი მათ მონახაზებს უწოდებდა. ლექსიკონები დაწერილია მისივე ხელით. ისინი არ არის იდენტური: ქართულ-იტალიური ლექსიკონი არ წარმოადგენს იტალიურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ ვარიანტს. მისი გრამატიკული შეხედულებები ასახულია მის ლექსიკონებში. მეტყველების ნაწილთაგან ლექსიკონებში მეტი ყურადღება ეთმობა ზმნას. ცალკეული ზმნის განმარტებას ახლავს გრამატიკული დახასიათება. ფორმათა ორთოგრაფია ძირითადად მწიგნობრულია, რაც ქართული მწერლობის ცოდნას ან უფლისწულ გიორგის კონსულტაციებს მიეწერება. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |