შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა მაკალათია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1984წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ქ. ულიანოვსკის სპეციალიზებულ სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს №1290 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მშენებელ ოსტატად; 1984-1991წწ. საქართველოს საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით გაერთიანება "საქართველოს შავი ზღვის ნაპირდაცვის" ქ. ბათუმის სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად)ლ 1991-1993წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1993-1997წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის, ულიანოვსკის ოლქის, სურსკის რაიონის სამშენებლო კოოპერატივ "ინვესტიცია"-ს უდროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1997-1999წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბინაო-კომუნალური დეპარტამენტის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 1999-2000წწ. საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2000-2003წწ. იყო კეთილმოწყობისა და სანიტარული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2003-2005წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2005-2006წწ. იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის ნებართვების განყოფილების ჯგუფის უფროსი; 2006-2012წწ. მუშაობდა შპს "გლობალ-ბლოკი"-ს დირექტორის მოადგილედ; 2012-2014წწ. იყო შპს "ტრიჯიტი"-ს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი; 2014 წლიდან ა(ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" დირექტორის მოადგილეა; მისი მონაწილეობითა და ზედამხედველობით აშენებულ იქნა არაერთი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მონოლითური საწარმოო-ტექნოლოგიური მეთოდით, ქ. ბათუმში, ხელოვნური საინჟინრო ნაგებობები, კომუნალური მეურნეობის ობიექტები და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 178-179
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |