The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ ბლაიხშტაინერი

Date of birth:1891
Date of death:1954  (at 63 years)
Category:Ethnologist, Linguist, Translator

Biography

ავსტრიელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი. ვენისა და გრაცის უნივერსიტეტებში სწავლობდა ეთნოგრაფიას, ისტორიას, აღმოსავლურ კავკასიურ ენებს; თავისუფლად ფლობდა ქართულ და სომხურ ენებს; იკვლევდა ქართველურ ენებს და მათ დიალექტებს; აგრძელებდა პ. შუხარდტის საენათმეცნიერო სკოლის ტრადიციებს. მას ეკუთვნის ფრიად საყურადღებო ნაშრომები კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის დარგში, ეთნოგრაფიის და ლიტერატურის პრობლემურ საკითხებზე: "კავკასიელ ხალხთა და ენათა მიმოხილვა", "ქართული ბალადა ამირანზე" (ორივე 1918); "ქართული ანდაზები, გამოცანები, თქმულებები და ზღაპრები თარგმანით, კომენტარებით, ტრანსკრიფციითა და ლექსიკონითურთ" (გამოიცა 1919 წელს ვენაში ქართულ და გერმანულ ენებზე); "ნარკვევები ქართველთა ტომის - გურულების ენისა და ეთნოგრაფიის შესახებ" (1931-1932); "კავკასიურ ენათა ჯგუფი" (1937); "ვეფხისტყაოსანი - XII საუკუნის ქართული მინეზინგური პოემა" (1940); "დიდი ქართველი პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1945); "ქართული ლიტერატურა" (1948); "ქართველი ხალხი" (1949); "საქართველო გუშინ და დღეს" (1950). გერმანულად თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" ხალხური ვერსია; გამოსცა კრებული "ახალი ქართველი პოეტები (1946); ცალკე გამოსცა დ. ჭონქაძის "სურამის ციხე" (1947). გამოუქვეყნებელი დარჩა გ. ჩოლოყაშვილის "ხილთა ქება" და შიო არაგვისპირელის მოთხრობები. 1950 წელს სტუმრად იყო საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები ("სტუმრად თბილისის უნივერსიტეტში") გამოაქვეყნა ვენის უნივერსიტეტის გეზეთში. მან აღზარდა ქართველოლოგი ფრ. კ. ნაისერი. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ დაწერილ რამდენიმე ნაშრომში იგი ცდილობდა დაედგინა მათი მიმართულება სხვა ენებთან (ბასკური, პამირის ენები).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.88


Share: