შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წყალწმინდა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1978წწ. ლანჩხუთის რაიონის სოფ. მამათის ჩაის ფაბრიკა, ინჟინერ-მექანიკოსი; 1976-1979წწ. ლანჩხუთის რაიონის, სოფ. ღრმაღელის მეურნეობა, ინჟინერი; 1979 წლიდან ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1979 წელს -საქართველოს ალკკ ლანჩხუთის რაიკომი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1879-1994წწ. საქართველოს ალკკ ლანჩხუთის რაიკომი, პირველი მდივანი; 1984-1990წწ. საქარველოს კპ ლანჩხუთის რაიკომი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი; 1991-1995წწ. ლანჩხუთის რაიონის გამგეობა, განყოფილების გამგე, გამგეობის თავმჯდომარის მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2014-2017წწ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე; 2018-2021წწ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2021 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.407 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |