The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ზუბალაშვილი

Date of birth:1698
Date of death:1781  (at 83 years)
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი.

მერაბ ზუბალაშვილი დაბადებული უნდა იყოს 1698 ან 1700 წელს ხიზაბავრაში, შემდეგ საცხოვრებლად გადასულა გორში და XVIII საუკუნის შუახანებიდან გორის ერთ-ერთი წარჩინებული პირი გამხდარა; იყო კარგი მეტყველი, ჭკვიანი და განათლებული; მას მთელს ქართლში ყველა პატივს სცემდა. როცა გორში მობრძანდებოდნენ მეფე ერეკლე და მისი შვილები, მათთან ყოველთვის იწვევდნენ მერაბსაც; ერთი ასეთი სტუმრობის დროს მერაბმა კათოლიკე მრევლის სახელით მეფეს სთხოვა: "ბატონო მეფევ, წყალობა გვიყავით და გორის ეკლესია დაგვიბრუნეთ, რომ ვილოცოთ ჩვენი სულისათვის და თქვენი მეფობის გაძლიერებისათვის",- მეფე ერეკლემ  მოხუცს აუსრულა თხოვნა, გორელებს დაუბრუნეს საკუთარი ეკლესია (თავის ნივთებიანად) და თეიმურაზის დროს განდევნილ პატრებსაც ოფიციალურად დართეს ნება წირვა-ლოცვის აღსავლენად. წყაროებით ცნობილია, რომ გორის კათოლიკენი თავიდანვე გამორჩეული ყოფილან გაჭირვებულთა შემწეობით. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ მეფე ერეკლე, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, დიდად აფასებდა ვაჭარ-ხელოსნებისა და მოქალაქეების საქმიანობას; დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ჭკვიანი და საქმიანი სოციალური ფენა ქვეყნის მომავლის ძირითადი ძალა გახდებოდა, სწორედ ამით იყო განპირობებული მეფის სიახლოვე და პატივისცემა ანდრია, მერაბ და ივანე ზუბალაშვილების ოჯახებთან. 

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.37-38 (dspace.nplg.gov.ge)


Share: