Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერჰარდტ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი![]()
Biographyგერმანელი ენათმეცნიერი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. იკვლევდა ქართულ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს. მასვე ეკუთვნის რამდენიმე წერილი შოთა რუსთაველზე და ნაშრომი "ქართული ლიტერატურა" (1963). ქართველურ ენათა კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა "ქართველური ზმნა" ("Das Kharthwelische Verbum", Leipzig, 1930). ამ ნაშრომში იგი ორ მიზანს ისახავდა: პირველ ყოვლისა, მას სურდა ნიადაგი მოემზადებინა ქართველურ ენათა ისტორიული-შედარებითი გრამატიკის შესაქმნელად, შემდეგ, კი ქართველური ენები შეედარებინა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან და საბოლოოდ ამ ენათა მიმართება გაერკვია მცირე აზიისა და წინა აზიის ძველ ენებთან. ნაშრომი 15 თავისაგან შედგება. მასში თანამიმდევრულადაა განხილული ზმნისწინები, პირის აღმნიშვნელი პრეფიქსები და სუფიქსები, მრავლობითი რიცხვის სუფიქსები, დროის და გვართა წარმოება და ა.შ. მას ყურადღება მიუქცევია ქართული ენის დიალექტებისთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავასა და ვარლამ თოფურიას შრომები. რიგ შემთხვევაში იგი ემყარება ნ. მარის "ჭანური ენის გრამატიკას", ი. ყიფშიძის "მეგრული ენის გრამატიკას", სვანურისთვის კი იყენებს ა. ონიანისა და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას - "უმლაუტი სვანურში". ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს). "ქართველური ზმნა" გამოქვენდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა ა. შანიძის "ქართული ენის გრამატიკა" (1930), ნ. მარისა და მ. ბრიერის "ქართული ენა" (1931), ვ. თოფურიას "სვანური ენა, I, ზმნა" (1931). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.140 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |