შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერჰარდტ ულრიხ ვოლდემარ დეეტერსი![]()
ბიოგრაფიაგერმანელი ენათმეცნიერი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. იკვლევდა ქართულ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს. მასვე ეკუთვნის რამდენიმე წერილი შოთა რუსთაველზე და ნაშრომი "ქართული ლიტერატურა" (1963). ქართველურ ენათა კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა "ქართველური ზმნა" ("Das Kharthwelische Verbum", Leipzig, 1930). ამ ნაშრომში იგი ორ მიზანს ისახავდა: პირველ ყოვლისა, მას სურდა ნიადაგი მოემზადებინა ქართველურ ენათა ისტორიული-შედარებითი გრამატიკის შესაქმნელად, შემდეგ, კი ქართველური ენები შეედარებინა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან და საბოლოოდ ამ ენათა მიმართება გაერკვია მცირე აზიისა და წინა აზიის ძველ ენებთან. ნაშრომი 15 თავისაგან შედგება. მასში თანამიმდევრულადაა განხილული ზმნისწინები, პირის აღმნიშვნელი პრეფიქსები და სუფიქსები, მრავლობითი რიცხვის სუფიქსები, დროის და გვართა წარმოება და ა.შ. მას ყურადღება მიუქცევია ქართული ენის დიალექტებისთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავასა და ვარლამ თოფურიას შრომები. რიგ შემთხვევაში იგი ემყარება ნ. მარის "ჭანური ენის გრამატიკას", ი. ყიფშიძის "მეგრული ენის გრამატიკას", სვანურისთვის კი იყენებს ა. ონიანისა და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას - "უმლაუტი სვანურში". ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს). "ქართველური ზმნა" გამოქვენდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა ა. შანიძის "ქართული ენის გრამატიკა" (1930), ნ. მარისა და მ. ბრიერის "ქართული ენა" (1931), ვ. თოფურიას "სვანური ენა, I, ზმნა" (1931). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.140 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |