The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ ხიზანიშვილი

რამაზ ხიზანიშვილი
Date of birth:1 January, 1959  (66 years)
Category:Mathematician, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს; კორპორაცია "ლიგია და კომპანიის" უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობა 1985 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2002 წელს.

კასპის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო საბჭოს დამხმარე მუშა (1975); 1980-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი ლაბორანტი; 1983-1986წწ. ასპირანტი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1987-1992წწ. უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრა; 2014-2017წწ. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.410

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისია, მდივანი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტების გაცემის მიზანშეწონილობის შემსწავლელი პარლამენტის საგამომძიებლო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " დემოკრატიული კავშირი", წევრი (1993-1995)

Share: