The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგი გარაყანიძე

გიგი გარაყანიძე
Legal name:გიორგი გარაყანიძე
Date of birth:14 April, 1982
Date of death:11 June, 2012  (at 30 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Ethnologist, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეთნოლოგიის სპეციალობით 2005 წელს.

იყო თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან არსებული ეთნოკულტურის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ "მთიებისა" და ლურჯ მონასტერთან არსებული საყმაწვილო ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული სტუდიის "ამერ–იმერის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999 წლიდან ატარებდა ლექციებსა და ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასებს საფრანგეთის, ინგლისის, შოტლანდიის, უელსის ხალხური მუსიკის შემსრულებელ პროფესიონალთა და მოყვარულთა ჯგუფებთან; მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობისა და ეთნოგრაფიული ყოფის ურთიერთკავშირი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში; არის სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიის "ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები" (2008) ავტორი. გიგი გარაყანიძის ინიციატივით ჩატარდა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული ექსპედიციები იმერეთში (2004, 2005, 2007), სვანეთში (2006), ქართლში (2004, 2010, 2011), კახეთში (2004, 2010), თიანეთში (2007); სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით დაფუძნებულმა "ქართული გალობისა და სიმღერის ფონდმა" დააწესა გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის პრემია, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში გადაეცემა ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის ახალგაზრდა მკვლევრებს; ფონდი "ქართული გალობა" 2016 წლიდან გასცემს ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიურ ერთჯერად სტიპენდიას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის გამორჩეული სტუდენტებისთვის. გიგი გარაყანიძის სახელი მიენიჭა ტრადიციული საერო და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს. ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორის ედიშერ გარაყანიძის შვილი, ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი, ეთნომუსიკოლოგი.

Bibliography


Share: