Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კლიმოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისში არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. აქ ის დაეუფლა ქართულს, შეისწავლა მეგრული, ლაზური, სვანური. ამ ენათა მასალას წარმატებით იყენებდა არა მარტო ქართველოლოგიურ ძიებებში, არამედ ზოგად ენათმეცნიერულ კვლევაშიც. მსოფლიო ენათმეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მონოგრაფიები შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის, აქტიური და ერგატიული კონსტრუქციების საკითხებზე. ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი მონოგრაფიული ნაშრომები: "Склонение в картвельских языках, в сравнительно-историческом аспекте", М., 1962г.; "Этимологический словарь картвельских языков", М., 1964; "Кавказские языки", М., 1965. რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. რუსი ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.276; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 90 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |