შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არამ მარტიროსოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური და აღმოსავლური ენების განხრით; 1941 წელს დაამთავრა ენიმკი-ს (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი) ასპირანტურის კურსი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკის, შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლად, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იყო ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია ქართული და ქართველოლოგიური ენათმეცნიერების საკითხებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა, მათ შორის აღსანიშნავია 5 მონოგრაფია. საქართველოს სომხურ სკოლებში ქართულ ენას VII, VIII, XIX და X კლასებში ასწავლიდნენ მისი თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით. ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.303-304; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.555 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |