The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაურა გრიგოლაშვილი

ლაურა გრიგოლაშვილი
Date of birth:2 April, 1936  (89 years)
Category:Literary scholar, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1957 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე; 1970-დან დღემდე ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. პერიოდულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კულტურის უნუვერსიტეტში; უძღვებოდა სატელევიზიო კურსს აბიტურიენტთათვის ქართულ ლიტერატურაში; მისი სამეცნიერო კვლევისა და ძიების სფეროა, ძირითადად, ძველი ქართული ლიტერატურა. ავტორია მონოგრაფიისა "დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი" (2005); მნიშვნელოვანია მისი თანაავტორობით ანდრია კრიტელის "დიდი კანონის" ქართული თარგმანების გამოცემა (2020); 2018 დაიბეჭდა "ლიტერატურული კონცეპტები და სხვა". ავტორია შრომებისა XIX და XX სს. ქართული ლიტერატურის საკითხებზე. მედიევისტი.

Awards and Honors

  • 2018 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: