Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანეტა ანდრონიკაშვილი![]()
Biographyქართველი მოწყალების და, მუშაობდა და დაიღუპა მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე", რომელიც 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტ. 17 მარტს) გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ქალაქ რიზესთან. ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილმა თავისი მაშველი რგოლი სხვას დაუთმო. ანა ანდრონიკაშვილი დაიბადა 1891 წელს სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა მოწყალების დების კურსებზე და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. იგი თავისი სურვილით წავიდა პირველ მსოფლიო ომში, მუშაობდა მოწყალების დად მცურავ ჰოსპიტალ "პორტუგალზე". 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 17 მარტს) "პორტუგალს" ბუქსირით მიჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, იმ დროისთვის "პორტუგალზე" არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი; "პორტუგალი" მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ გემის ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა. გემი ჩაიძირა. 1916 წელს ქართულ გაზეთ "სახალხო ფურცელში" გამოქვეყნდა ცნობა: "დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ "პორტუგალზე" დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა". წყარო: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |