The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მეგრელაძე

თეიმურაზ მეგრელაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2008  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1960 წელს.

1960-1977წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად, შემდეგ იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს სპეციალიზებული სარემონტო-სამშენებლო ტრესტის №5 სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი და ამავე სამმართველოს უფროსი; 1978 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1988 წელს ის გადაყავთ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური სამსახურების გაერთიანების უფროსის პირველ მოადგილედ; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქ. თბილისის საბინაო მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით; მისი მუშაობის პერიოდში მოხდა ქალაქის კომუნალური საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების სრული ტექნიკური ინვენტარიზაცია, შეიქმნა ძველი შენობა-ნაგებობების ავარიულობის შემსწავლელი და დამდგენი კომისია; მისი აქტიური ჩართულობით, საპროექტო ინსტიტუტების - "თბილქალაქპროექტი", "თბილზნიეპი" და "ლენგორპროექტი"-ს მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მსხვილპანელოვანი და მსხვილბლოკიანი საცხოვრებელი სახლების საკედლე ანაკრები ელემენტების შეპირაპირების ადგილებში სინესტის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების ტექნოლოგია; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 189-190


გააზიარე: