| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნეიმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1902 წელს. მუშაობა დაიწყო ხაშურის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919-1921წწ. იყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ინსპექტორი და რუსული ენის მასწავლებელი; 1933-1936წწ. ითვლებოდა ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის რედაქციის სწავლულ მდივნად და მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული რუსულ-ქართული ლექსიკონის (1937) შედგენაში; 1938-1960წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ქართული ენის, ქართული და რუსული ლიტერატურის ისტორიას, ქართული თეატრის საკითხებს. მისი ფუნდამენტური შრომაა "ქართულ სინონიმთა ლექსიკონი" (პირველი გამოცემა 1951 წელს), რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მან თარგმნა რუსულად ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, შ. დადიანის, ე. ზედგენიძისა და სხვათა ნაწარმოებები, აგრეთვე ზ. ფალიაშვილის, შ. მშველიძისა და სხვა ქართველ კომპოზიტორთა ოპერების, არიების, რომანსების, სიმღერების ლიბრეტოები და ტექსტები; რუსულიდან ქართულად თარგმნა უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოები, ასევე საოპერო ლიბრეტოები, ფ. შილერის ოდა "სიხარულს" და სხვ. ახალგაზრდობაში წლების მანძილზე მუშაობდა ავჭალის სცენისმოყვარე მუშათა კლუბში და სახალხო სახლში ქართული თეატრის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ, ვ. აბაშიძე, მ. საფაროვა-აბაშიძისა, ა. იმედაშვილი, ა. წუწუნავა, შ. დადიანი, ი. გრიშაშვილი, ვ. ნინიძე, ი. ზურაბიშვილი და სხვ. შესრულებული აქვს 40-მდე სახასიათო როლი პიესებში; შექმნა რამდენიმე შთამბეჭდავი სახე ქართულ ფილმებში. ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, პედაგოგი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.344 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

