Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ ნორმატიულ-საკვლევ სადგურში უფროს ინჟინრად; 1984-1986წწ. იყო ამავე სამინისტროს №3 სამშენებლო ტრესტ "თბილრევმშენი"-ს №2 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1986-1989წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს №4 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის №2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1989-2000წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 2000-2002წწ. იყო სამშენებლო ფირმა "ინტექსის" მთავარი ინჟინერი; 2002 წლიდან მუშაობს შპს "მერთა"-ს გენერალურ დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს მასშტაბით არაერთი სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; აქტიურად იყო ჩართული სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |