The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მერაბიშვილი

მერაბ მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობით 1977 წელს.

1977-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ ნორმატიულ-საკვლევ სადგურში უფროს ინჟინრად; 1984-1986წწ. იყო ამავე სამინისტროს №3 სამშენებლო ტრესტ "თბილრევმშენი"-ს №2 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1986-1989წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს №4 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის №2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1989-2000წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; 2000-2002წწ. იყო სამშენებლო ფირმა "ინტექსის" მთავარი ინჟინერი; 2002 წლიდან მუშაობს შპს "მერთა"-ს გენერალურ დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს მასშტაბით არაერთი სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; აქტიურად იყო ჩართული სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 193


გააზიარე: