The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ზუბალაშვილი

Date of birth:1785
Date of death:1840  (at 55 years)
Burial location:ინდოეთი
Category:Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა გორის კათოლიკური ეკლესიის სკოლაში, აქ სხვა საგნებთან ერთად კათოლიკე პატრების მეშვეობით  აითვისა ფრანგული ენა და ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა საზღვრები, გზები და ვაჭრობის თავისებურებანი. 15 წლის სტეფანემ დამოუკიდებლად დაიწყო ვაჭრობა, ამ საქმეში მას ისეთი მოხერხება და უნარი გამოუჩენია, რომ უკვე ჭაბუკობის ასაკშივე სახელდებოდა იგი ცნობილ ვაჭრად (თბილისში ჰქონია კარგი მაღაზიები). აღებ-მიცემობით სტეფანეს დაინტერესებას ისიც აძლიერებდა, რომ იმ დროს (XIX საუკუნის დასაწყისში) თბილისში ჩამოდიოდნენ უცხოელი ვაჭრები. სტეფანე პირველად სავაჭროდ წასულა ამიერკავკასიასა და რუსეთში (1816 წლიდან დადიოდა მოსკოვშიც), შემდეგ სხვა ქართველ (ახალციხელ) ვაჭრებთან ერთად - თურქეთში, სპარსეთში, 1819 წელს კი ინდოეთამდეც მიუღწევია. ინდოეთის შემდეგ სტეფანე ერთხანს სპარსეთშიც ცხოვრობდა, ვაჭრობით იქაც დიდი სარგებელი უნახავს, მაგრამ მაინც ინდოეთი იზიდავდა და 1822 წელს კვლავ გაემგზავრა ინდოეთში (მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა), დასახლდა კალკუტაში და შეუდგა ფართო მასშტაბის სავაჭრო საქმიანობას. ცოლად შეურთავს იქაური ქალი. პირველ ხანებში სტეფანე სავაჭრო საქონელს (შაქრის ლერწამს, სანელებლებს, ყავას, აბრეშუმის ნაწარმს) უგზავნიდა საქართველოში ძმებსა და ნათესავებს, რომლებმაც 1830-იანი წლების დასაწყისში, სტეფანეს წყალობით, მალე გაითქვეს სახელი. ისინი (დავითი, იაკობი, გიორგი, მიქელი) აწარმოებდნენ აღებ-მიცემობას რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1830-იანი წლების შემდეგ სტეფანეს შესახებ საქართველოში არაფერია ცნობილი, უფრო გავრცელებული ცნობით, იგი გარდაცვლილი უნდა იყოს 1840 (სხვა ვარაუდებით 1845,1848, 1858) წელს, დაკრძალულია ინდოეთში. "სტეფანე გახლდათ მაგარი ხასიათის კაცი, გაუტეხელი, ვაჭრობის მებრძოლი, დაუღალავი მუშაკი. მის ენერგიულ სავაჭრო მხნეობას განცვიფრებაში მოჰყავდა მრავალი ქართველი" (ზ. ჭიჭინაძე). თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებულ სტეფანეს სავაჭრო საქმიანობაში ეხმარებოდა არა მხოლოდ უცხო ენების (ფრანგული, სპარსული, ოსმალური, სომხური, ინგლისური), არამედ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის კარგი ცოდნაც. საქართველოს ისტორიაში სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი მოიხსენიება როგორც "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი პირველი გამკვალავი. 

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.65-67 (dspace.nplg.gov.ge)


Share: