The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი მესხი

მერი მესხი
Date of birth:28 August, 1924  (100 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს.

1947-1952წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საბავშვო რკინიგზის სასწავლო ცენტრის ინჟინრად; 1952-1953წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური საბჭოს ინჟინერი; 1954-1956წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1956-1965წწ. იყო ამავე აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1965-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №14 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოს საგეგმო განყოფილების უფროსად; მონაწილეობდა ქ. თბილისის ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე II, III, IV და VII კვარტლებისა და ბახტრიონის ქუჩის განაშენიანების განხორციელებაში; ასევე ქ. თბილისის კინოთეატრ "საქართველოს", სპორტის სასახლისა და საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში; მრავალწლიანი თავდადებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 194

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    მრავალწლიანი თავდადებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: