Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით 1970 წელს. 1970-1974წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაფელმშენსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში, საძიებო განყოფილების ინჟინერ-გეოლოგად, უფროს ინჟინერ-გეოლოგად, საინჟინრო გეოლოგიური ბრიგადის უფროსად; 1974-1977წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალის უფროსი ინჟინერ-გეოლოგი, საძიებო განყოფილების უფროსი; 1977-1979წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტთან ("სახმშენ"-თან) არსებული განყოფილების უფროსად; 1979-1984წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალის საძიებო განყოფილების პარტიის უფროსი; 1984-1988წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის შავიზღვისპირეთის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროს ინჟინერ-გეოლოგად; 1988-1991წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსაკოლმპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალის საძიებო განყოფილების უფროსი; 1991-1996წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული საშენი მასალებისა და მშენინდუსტრიის პერსპექტიული განვითარების ცენტრის მთავარ სპეციალისტად; 1996-2004წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობის, პროექტირებისა და შენობა-ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუქციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სამსახურის უფროსი; 2005 წლიდან მუშაობს შპს "მშენაღდგენა/მ"-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ; მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკული მუშაობის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი საცხოვრებელი სახლის, სკოლის, ხიდების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილი, სათანადო კვლევების ჩატარებით; ასევე იკვლევდა აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ტერიტორიაზე წონასწორობა დარღვეულ ადგილებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლს, შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების შედგენით; ჩატარებული აქვს ქ. თბილისში და საქართველოს რეგიონებში ასაშენებელი მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სამშენებლო მოედნების (ტერიტორიების) საინჟინრო-გეოლოგიური პირობების კვლევები და სამშენებლო პროეტების საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილის კომპლექსური ექსპერტიზა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 195-196
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |