The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ზუბალაშვილი

ანტონ ზუბალაშვილი
Date of birth:1901
Date of death:1944  (at 43 years)
Burial location:პერლაშეზის სასაფლაო, პარიზი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა იუნკერთა სკოლაში, იყო გენერალ ილია ოდიშელიძის ადიუტანტი,  (ოდიშელიძეს სჭირდებოდა ევროპული ენების მცოდნე ადიუტანტი. იუნკერთა სასწავლებლის დირექტორის რეკომენდაციით, შეირჩა ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი, რომელიც ზედმიწევნით კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს). 1921 წელს ანტონი ემიგრაციაში გაჰყვა მენშევიკების მთავრობას. ისინი ჯერ სტამბულში შეჩერებულან, ერთხანს თავი შეუფარებიათ ქართველ კათოლიკეთა მონასტრისათვის. (ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული ქართველთა სავანე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებამდე იყო არა მარტო საზღვარგარეთ არსებული ქრისტიანული რელიგიის ცენტრი, არამედ ეროვნული სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანესი ერაც, მშობლიური ქვეყნის უანგარო მსახური და იმავდროულად კეთილი მასპინძელი თანამემამულეებისა). ახლობელთა გადმოცემით, 20 წლის ანტონ ზუბალაშვილი საქართველოში დამყარებული ახალი პოლიტიკური რეჟიმის გამო, იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო და საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უცხოეთში გამგზავრებულიყო. როგორც ირკვევა, ანტონი სტამბულში დარჩენილა რამდენიმე წელს, სწავლობდა კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ სასწავლებელშიც. 1928 წლიდან იგი საცხოვრებლად დამკვიდრებულა საფრანგეთში (პარიზში). 1938 წლიდან ანტონ ზუბალაშვილი იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ ფრანგების მხარეზე და იქვე დაიღუპა მალე ( სხვა ცნობით, 1944 წელს). ანტონს საფრანგეთის მთავრობამ გარდაცვალების შემდეგ მიაკუთვნა საპატიო ლეგიონერის ორდენი. დაკრძალულია პარიზში პერლაშეზის სასაფლაოზე. ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. 

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.183-184 (dspace.nplg.gov.ge)

Awards and Honors

  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენი

Share: