შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟორა მეცხოვრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წირქვალი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით 1951 წელს. 1951 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს სისტემაში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1955-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს (ყოფილი საავტომობილო გზების მთავარი სამმართველო) №32 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1966 წლიდან იმავე სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა არაერთი საავტომობილო ხიდი აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდ. მაჭარკაზე, მდ. მერხეულაზე და ორი მდ. კოდორზე; ასევე რეკონსტრუქცია გაუკეთდა "მაჭარკა-ამტკელის" საავტომობილო გზას, დაიგო ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი; მდ. კოდორის მაღალმთიან კლდოვან მონაკვეთზე გზის გაფართოების შეუძლებლობის გამო გაყვანილ იქნა 2 გვირაბი; საავტომობილო გზების დასაცავად გამაგრდა მდინარეების ნაპირები საყრდენი კედლებითა და ჯებირებით და სხვა; მისი ხელმძღვანელობით №32 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო სანიმუშოდ ახორციელებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო გზის "მაჭარკა-კლიჩი-ჭუბერი"-ს მოვლა-პატრონობის სამუშაოების უზრუნველყოფას; მისი უშუალო ინიციატივით, საავტომობილო გზის მიმდებარედ, სოფ. მერხეულთან მოეწყო სამკურნალო მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ნაგებობა, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობით; იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე; აქტიურად მონაწილეობდა დევნილთა ევაკუაციაში, მის გამგებლობაში არსებული საავტომობილო გზის მეშვეობით; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის 1976 წელს მიენიჭა "აფხაზეთის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის" საპატიო წოდება; მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 197-198
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |