The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი მინევიჩი

ალექსი მინევიჩი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჟიტომირის ოლქი, უკრაინა.

1981 წელს შევიდა ქ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში; 1983 წელს გადმოვიდა ქ. თბილისში და სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე.

1982-1983წწ. მუშაობდა არქიტექტურის გაერთიანება "მოსკვიჩ"-ის არქიტექტურის განყოფილებაში ტექნიკოსად; 1984-1986წწ. არის ქ. თბილისის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის მხატვარი; 1986-1991წწ. სამხატვრო კომბინატის არქიტექტორ-დიზაინერი იყო; 1994-1996წწ. მუშაობდა ქ. კრასნოდარში შპს "პროგრესის" მთავარ არქიტექტორად; 1996-1998წწ. შპს "სპუტნიკის" კომერციული დირექტორი იყო; 1998-2006წწ. ეწეოდა კერძო არქიტექტურულ საქმიანობას; 2006-2007წწ. არის შპს "სტუდიო კვადრატის" არქიტექტორი; 2007-2009წწ. იყო შპს "საქპროექტარქიტექტურის" მთავარი არქიტექტორი; 2009-2016წწ. ეწეოდა კერძო საქმიანობას (პროექტირება, დიზაინი); 2016 წლიდან არის შპს "მეგა დეველოპმენტის" არქიტექტორი; 1991-1993წწ. იყო აფხაზეთის ომის მონაწილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 199


გააზიარე: