Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დონალდ (პატრიკ) რეიფილდი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო. ინგლისელი ქართველოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის (დედოფალ მერის და უესტფილდის კოლეჯი) პროფესორი. ძირითად სპეციალობასთან ერთად (რუსული და ქართული ლიტერატურა) მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ენათმეცნიერებაშიც: შეკრებილი და შესწავლილი აქვს დენდრონიმთა ქართველურ-კავკასიური სახელწოდებები; ანალოგიური გამოკვლევა ეკუთვნის ორნითოლოგიაში; შეისწავლა მეცხვარეობის ქართველურ-კავკასიური ტერმინილოგია, ხალხური მედიცინისა და სამკურნალო მცენარეთა სახელწოდებები; დაბეჭდა სტატიები ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანის პრობლემების, ქართული პოეტური ფოლკლორის შესახებ (რუსულ ფოლკლორთან მიმართებით) და სხვ. უკანასკნელ წლებში ეწევა ინტენსიურ ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. იგი მთავარი რედაქტორია ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა (2006). კვლევით მუშაობასთან ერთად, ნაყოფიერად თარგმნის ქართულ ლიტერატურას. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ვაჟა-ფშაველას სამი პოემა ("ალუდა ქეთელაური", სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი"), ილია ჭავჭავაძის "მეფე დიმიტრი თავდადებული", გ. ტაბიძის რჩეული ლექსები, ტ. ტაბიძის ზოგიერთი ლექსი და ხალხური პოეზიის ნიმუშები ("ლექსი ვეფხისა და მოყმისა"). თარგმნა აგრეთვე ა. წერეთლის "ჩემი თავგადასავალი". წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.391 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |