შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დონალდ (პატრიკ) რეიფილდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო. ინგლისელი ქართველოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის (დედოფალ მერის და უესტფილდის კოლეჯი) პროფესორი. ძირითად სპეციალობასთან ერთად (რუსული და ქართული ლიტერატურა) მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ენათმეცნიერებაშიც: შეკრებილი და შესწავლილი აქვს დენდრონიმთა ქართველურ-კავკასიური სახელწოდებები; ანალოგიური გამოკვლევა ეკუთვნის ორნითოლოგიაში; შეისწავლა მეცხვარეობის ქართველურ-კავკასიური ტერმინილოგია, ხალხური მედიცინისა და სამკურნალო მცენარეთა სახელწოდებები; დაბეჭდა სტატიები ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანის პრობლემების, ქართული პოეტური ფოლკლორის შესახებ (რუსულ ფოლკლორთან მიმართებით) და სხვ. უკანასკნელ წლებში ეწევა ინტენსიურ ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. იგი მთავარი რედაქტორია ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა (2006). კვლევით მუშაობასთან ერთად, ნაყოფიერად თარგმნის ქართულ ლიტერატურას. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ვაჟა-ფშაველას სამი პოემა ("ალუდა ქეთელაური", სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი"), ილია ჭავჭავაძის "მეფე დიმიტრი თავდადებული", გ. ტაბიძის რჩეული ლექსები, ტ. ტაბიძის ზოგიერთი ლექსი და ხალხური პოეზიის ნიმუშები ("ლექსი ვეფხისა და მოყმისა"). თარგმნა აგრეთვე ა. წერეთლის "ჩემი თავგადასავალი". წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.391 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |