The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ მიქაშავიძე

თეიმურაზ მიქაშავიძე
Date of birth:24 February, 1934  (91 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: დ. ჩაქვი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს.

1958-2008წწ. მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; შრომითი საქმიანობა დაიწყო რიგითი არქიტექტორის პოზიციიდან, შემდეგ იყო უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტები; მათ შორის: ქ. ბრესტის დამცველ გმირ მებრძოლთა მემორიალის (1963), ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "მარჯანიშვილის მოედანი"-ს (1963), რესტორან "მარაბდა"-ს ქ. თბილისში (1968), და რესტორან "ფაცხა"-ს დ. ბიჭვინთაში (1967), ასევე ვაჟა-ფშაველას (ქ. თბილისში) და გალაქტიონ ტაბიძის (ქ. ქუთაისში) ძეგლთა კომპლექსების, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს "კუს ტბა"-ს (1980), კომკავშირულ ქალაქ "ბორის ძნელაძის" კომპლექსის, მეგობრობის მემორიალის ზუგდიდის რაიონის ს. რუხში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შენობის ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ქ. წყალტუბოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ქ. თბილისში (ბარნოვის, თარხნიშვილის, უზნაძის ქუჩებზე) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (ქ. თბილისში, დ. წყნეთში) და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მის ნამუშევრებს მიენიჭა ორი სახელმწიფო პრემია, საქართველოს კომკავშირის პრემია, "საპატიო დიპლომი" და რესპუბლიკური სატენდერო კონკურსის I პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 201-202

Awards and Honors

  • 2003 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • საქართველოს კომკავშირის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: