The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯაკომო დი სტეფანო

Date of birth:14 March, 1585
Date of death:16 December, 1633  (at 48 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნეაპოლი (იტალია).

თეატინელი მისიონერი. მამა დონ ჯაკომო დი სტეფანო საქართველოში ჩამოვიდა 1628 წლის 14 დეკემბერს მისიონის პრეფექტ დონ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად და აქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. ისინი იყვნენ პირველი თეატინელი მისიონერები საქართველოში. გორში ჩამოსვლისთანავე თეატინელი მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას, რადგან სხვაგვარად მისიონერულ საქმიანობაში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ოთხ თვეში უკვე ესმოდათ ენა და შეეძლოთ ექადაგათ ქართულად კათოლიკური სარწმუნოების დოგმატები. სხვა მისიონერებთან შედარებით (დონ პიეტრო ავიტაბილე, დონ არქანჯელო ლამბერტი, დონ ჯოზეფო ჯუდიჩე) მან ქართული ენა სწრაფად შეისწავლა, თეატინელი მისიონერების მიერ გორში დააარსებულ სასულიერო სასწავლებელში იგი მოწაფეებს ასწავლიდა ქართულ, ლათინურ და იტალიურ ენებზე. ავტორიტეტული თეატინელი მისიონერის დონ ჯუსტო პრატოს მოწმობით, მას შეუდგენია იტალიურ-ქართული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. იგი განკუთვნილი ყოფილა მისიონერებისათვის, რათა მათ გაადვილებოდათ ქართული ენის შესწავლა. ლექსიკონსა და გრამატიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ მხრივ სტეფანო დი ჯაკომო, ფრანჩესკო მარია მაჯოს წინამორბედია. იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველ უცხოელად, რომელმაც ქართული ენის გრამატიკა შეადგინა.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.443


Share: