Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მოდებაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსპორტპროექტში", საიდანაც გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, კვლავ მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსპორტპროექტში", 1996 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ განყოფილებაში არქიტექტორად; 1988 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა საწარმო-საპროექტო ჯგუფს; 1998 წელს გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს გამგეობის არქიტექტორად; 2000 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "ხუროთმოძღვარი"-ს დირექტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი სამრეწველო, სამოქალაქო და საკულტო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: სასტუმროების დ. ბაკურიანში, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპლექსის, რესტორნის "ჩვენი ეზო", პურის ქარხნის, "ჭყონდიდელი"-ს დასახლებაში და მინის ქარხნის, მშვიდობის ქუჩაზე ქ. რუსთავში; აგრეთვე გორგასლის, წმ. ნიკოლოზის, წმ. გიორგისა და ხარების სახელობის ტაძრების ქ. რუსთავში; წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის ლაგოდეხის რაიონის სოფ. გურგენიანში და წმ. გიორგის სახელობის ტაძრის დ. სურამში; ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დასახლებების ქ. რუსთავის VI მ/რაიონში და ქუჩიშვილი-ტაბიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 202-203
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |