Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვირიკე, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი სპეციალობით საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1971 წელს; ასპირანტურა 1977 წელს. 1960 წელს სოფელ კვირიკეს ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი; 1963-1965წწ. ქობულეთის პირველი სკოლის მასწავლებელი; 1966-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1970-1977წწ. ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1991წწ. ცეკავშირის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი; 1991-1994წწ. ცეკავშირის ფირმა პრომეთეს გენერალური დირექტორი; 1994 წელს ცეკავშირის ვაჭრობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1999წწ. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1999წ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ.421 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |