შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. ოჯახური ტრადიციით მიიღო კარგი განათლება, იუნკერთა სასწავლებელის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსეთში, სადაც წლების მანძილზე მსახურობდა მეფის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, აქ გამოჩენილი მამაცობისათვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ზუბალაშვილმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს, ჩამოვიდა საქართველოში, დამკვიდრდა გორში და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას. იგი პირადად განაგებდა მათი ოჯახის კუთვნილ წყლის წისქვილს, გატაცებული იყო ცხენების მოვლა-მოშენებითაც. 1924 წლის ცნობილი აჯანყების დროს ალექსანდრე, როგორც მეფის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, დააპატიმრეს. მართალია, იმხანად გადაურჩა დახვრეტას, მაგრამ 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და ყაზახეთში ყარაგანდის მახლობლად მდებარე ბანაკში გადაასახლეს, სადაც ტიფით დაავადდა და მალე (დაახლოებით 1937 ან 1938) გარდაიცვალა (ოჯახს ეს ინფორმაცია შეატყობინა იქაურმა მღვდელმა, რომლის ხელშიც სული დალია ავადმყოფმა). ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი, ზუბალაშვილების შთამომავალი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.181 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |