The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ თარხან-მოურავი

Date of birth:1844
Date of death:2 September, 1898  (at 54 years)
Category:Economist, Publicist, Public Man

Biography

გრიგოლ თარხან-მოურავი საქართველოს ეროვნულ საკითხს ეკონომიკური მიმართულებით განიხილავდა, ხოლო მის მომავალ საზოგადოებრივ წყობილებას მეცნიერული თვალსაზრისით არკვევდა; ეხებოდა შრომის საკითხებს კაპიტალიზმის წინააღმდეგ, მოითხოვდა სხვადასხვა ასოციაციების შექმნას და სხვ. გრიგოლ თარხან-მოურავის ნაწარმოებების შინაარსია: 1) საქართველოს 1860-1870 წლების საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი აგებულებისა და კაპიტალისტური წყობილების კრიტიკა, 2)კოლექტიური მეურნეობის (სამეურნეო ასოციაციების) განვითარება, 3) ეროვნული საკითხი ეკონომიკური თვალსაზრისით, 4) მუშათა შრომის საკითხი და სხვ. გრიგოლ თარხან-მოურავი ეკუთვნის 1860-1870-იანი წლების მოწინავე ქართველ მოღვაწეთა (მ. ქიქოძე, ნ. ნიკოლაძე და სხვ.) ჯგუფს. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში", ჟურნალ "მნათობში"; ცენზურა  ხშირად ამ მასალებს შეკვეცილი და დამახინჯებული ფორმით აწვდიდა მკითხელებს. პუბლიცისტ-ეკონომისტი, ასოციაციების შექმნის იდეის მქადაგებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.264


Share: