The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე თაყაიშვილი

სხვა სახელი:კოტე თაყაიშვილი
კ. თაყვანელი  (ფსევდონიმი)
კ.-თ.  (ფსევდონიმი)
კ.თ.  (ფსევდონიმი)
კეთილის თაყვანელი  (ფსევდონიმი)
კო-თა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1878  (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, ვეტერინარი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1886-1893), თბილისის სასულიერო სემინარიაში (1893-1900),  დერპტის ვეტერინალურ ინსტიტუტში (1900-1907).

1893 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხეს, ხოლო დერპტის ინსტიტუტიდან 1903 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ორჯერ. ამიერკავკასიაში მუშაობდა ვეტექიმად. დაწერილი აქვს პიესები: "სამშობლოს ასული" (1917 წელს რეჟისორ გიორგი ჯაბადარს გადაეცა დასადგმელად, გაიარა ცენზურა), "მსხვერპლი მოვალეობისა", "კაცის მდგომარეობა". კონსტანტინე თაყაიშვილის მოთხრობები: "პეტრეს დარდი", "გაბოს სიხარულის ცრემლი" გამოქვეყნდა 1923 წელს გაზეთში "მიწის მუშა". მეცხოველეობა-მეფრინველეობის შესახებ 1923-1924 წლებში აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.286


გააზიარე: