The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თედორაძე

გიორგი თედორაძე
Date of birth:1889
Date of death:September, 1944  (at 55 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Ethnologist, Medical Doctor, Writer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბჟოლიეთი, (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1915 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1918 წელს შეიპყრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ შემთხვევით გადაარჩინეს. 1919 წელს დაბრუნდა საქართველოში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 1920 წელს, ქუთაისის გაზეთ "სოციალ-დემოკრატების" თებერვლის ნომრებში გამოაქვეყნა ოთხი ფელეტონი "ხელოვნება და დემოკრატია". 1922-1924 წლებში სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე და 1925 წელს, საქართველოს ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის დავალებით, ექიმად წავიდა ფშავ-ხევსურეთში, სადაც 1931 წლამდე მუშაობდა. 1934 წლიდან იყო სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების პოლიკლინიკის გამგე, ამავე დროს თანამშრომლობდა გაზეთებთან. დაწერა მონოგრაფია: "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში" (ტფილისი 1930), იგივე რუსულ ენაზე - "Пять лет в Пшавии и Хевсуретии" - Тб., 1941. მეორე წიგნი ქართულად გამოვიდა ამავე სათაურით 1939 წელს. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.287; გიორგი თედორაძე / გაზ. ლიტერატურა და ხელოვნება.-თბ.,1944.-4გვ.; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.52

Bibliography


Share: