The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ თევდორაშვილი

ვასილ თევდორაშვილი
Other name:ვასილ ჯანიაშვილი
Date of birth:5 February, 1869  (156 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელოსნო სკოლა.

1893 წლიდან თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა ზეინკლად, იყო მემანქანის თანაშემწე, შემდეგ მემანქანე. 1889-1890 წლებში მონაწილეობდა საუბნო წარმოდგენებსა და დადგმებში. 1893 წელს იოსებ იმედაშვილთან, გიორგი ჯაბაურთან, დავით შველიძესთან, ისიდორე ძნელაძესთან, ამირან ნიკოგოსოვთან და მ. თუშმალიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა თბილისში მუშათა (ხალხურ) თეატრს, (ე. წ. "ავჭალის აუდიტორია"). რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ცხრაასიანი წლებიდან, მის სახლში ცხოვრობდნენ ცნობილი პოლიტტერორისტები. 1910 წლიდან მისი სახლის პირველ სართულზე მოთავსებული იყო რსდმპ არალეგალურ გამოცემათა სტამბა და იარაღის საწყობი. გადასახლებული იყო დონის როსტოვში. რევოლუციის შემდეგ ეწეოდა კულტურულ-პარტიულ მუშაობას. სახალხო თეატრის დამაარსებელი, "სცენის მოყვარე ხელოსანთა ამხანაგობის" წრის პირველი თავმჯდომარე, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.288


Share: