Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მსხალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №1 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1982-1991წწ. სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1991-2000წწ. იყო ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 2000 წლიდან მუშაობს შპს "კონსტრუქტორი-21"-ის მთავარ მშენებლად; 2004-2006წწ. პარალელურად, შეთავსებით, მუშაობდა შპს "მშენსერვისი-21"-ის ექსპერტად; 2010 წლიდან შპს "ორბი ჯგუფი"-ს ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; მისი უშუალო მონაწილეობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: ახალი გემთმშენებელი ქარხნის, ადლიისა და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტების რეკონსტრუქცია, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა; აქტიურად მონაწილეობა აქვს მიღებული მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში, ამბროლაურის რაიონში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 205
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |