Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. 1930 წელს დაინიშნა ქუთაისის საგრენაჟო ქარხნის დირექტორად. მუშაობდა აბრეშუმის გრენის მაღალხარისხოვნად დამზადებისათვის; საგრენაჟო ქარხნებში არსებული პრიმიტიული ინვენტარის რეკონსტრუქციისათვის, რაც საჭირო და აუცილებელი იყო ჰიბრიდული გრენის ფართოდ გასავრცელებლად. გამოიგონა სპეციალური ინვენტარი ჰიბრიდული თესლის დასამზადებლად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო უფრო მაღალხარისხოვანი აბრეშუმის თესლის დამზადება. გამომგონებლობისა და საფეიქრო მრეწველობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით და წარჩინებულის ნიშნით. ნოე თევზაძის გამოგონება მეაბრეშუმების დარგში აღიარებულია ფართო მნიშვნელობის გამოგონებად და ცნობილია "თევზაძის სისტემის" სახელით. მეაბრეშუმეობის დარგის დამსახურებული მუშაკი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |