Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ მურღულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1971 წელს. 1972-1974წწ. იყო ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტი; 1975-1991წწ. მუშაობდა ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უფროს მასწავლებლად; 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1991-2006წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის კათედრის დოცენტ-პედაგოგი ბაკალავრიატის პროგრამით; 2007 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ასევე იყო ამავე ფაკულტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი, შემდეგ კი საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი; ავტორია 5 დამხმარე სახელმძღვანელოს, 1 მონოგრაფიის და 54 სამეცნიერო სტატიის; მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 206-207; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |