The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მურღულია

ნუგზარ მურღულია
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 2025  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1971 წელს.

1972-1974წწ. იყო ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტი; 1975-1991წწ. მუშაობდა ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უფროს მასწავლებლად; 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1991-2006წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის კათედრის დოცენტ-პედაგოგი ბაკალავრიატის პროგრამით; 2007 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ასევე იყო ამავე ფაკულტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი, შემდეგ კი საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი; ავტორია 5 დამხმარე სახელმძღვანელოს, 1 მონოგრაფიის და 54 სამეცნიერო სტატიის; მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 206-207; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: