Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჯაყელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვაშტა, ქედის რაიონი. დაამთავრა ქედის პედაგოგიური სასწავლებელი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოლოგიის სპეციალობით; მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა "აჭარის" დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი, აჭარის პარლამენტის სენატორი. ავტორია წიგნებისა: "სიჭაბუკე" (1957), "ჩანჩქერები" (1962), "აღმართი მარადიული მშვენიერებისა" (1971), "ლექსები" (1973), "სფინქსი სიბრძნისა" (1977), "რჩეული" (1978), "ნიმფა" (1981), "მზისა და წვიმის სერენადა" (1988), მობრძანდება, ადამ" (1990), "სამტომეული" (1994), "რჩეული" (1997), "მუჰაჯირი" (1997), "თუ იგრძნო წამი" (1998), "ერთტომეული" (2003), "მაცდუნე, ევა" (2011) და სხვ. წყარო: კვირა - მედიაჰოლდინგი: kvira.ge; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.106 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |