The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნაცვლიშვილი

ნიკოლოზ ნაცვლიშვილი
სხვა სახელი:ნუკრი ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1967 წელს; საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება და მიენიჭა ჟურნალისტის კვალიფიკაცია 1979 წელს.

1968-1970წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მატერიალური ბალანსების განყოფილებაში ინჟინრად; შემდეგ ტრესტ "საქსოფელმშენკომპლექტში" უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამეცნიერო-კვლევით დარგობრივ ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1984 წელს ქ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერატაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1968-2018წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრაზე პედაგოგ-დოცენტის წოდებით, შემდეგ არჩეულ იქნა სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, სრულ პროფესორად; 2013-2017წწ. იყო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი; 1976-1977წწ. მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების რიგი პუნქტების დამუშავებაში, რომლებიც შემდგომ დაინერგა შიგა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირებისათვის; 1978 წელს მონაწილეობდა რიგ საკავშირო დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, დამპროექტებლისათვის დამხმარე რეკომენდაციების შედგენის სამუშაოებში, წყლის საანგარიშო ხარჯების განსაზღვრისთვის, რომელთა შედეგებიც აისახა შესაბამის სამშენებლო ნორმებსა და წესებში; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სფეროს საკითხების დამუშავებაში; ავტორია 2 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 3 გამოგონების, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული 80-მდე სტატიისა და 2 საგრანტო ნაშრომის; არის ქ. თბილისის ნ. ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დეკანი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 209-210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ლენინის ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: