The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ნეფარიძე

შალვა ნეფარიძე
Date of birth:26 April, 1942  (83 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1974წწ. მუშაოდა საქართველოს კომპარტიის საჩხერის რაიკომის ინსტრუქტორად; 1974-1978წწ. იყო საყალიბე ქვიშების მოპოვებითი სამმართველოს დირექტორი; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს სამშენებლო მასალათა სამინისტროს დარკვეთის საშენ მასალათა საწარმოო გაერთიანების დირექტორად, სადაც იმუშავა 1981 წლამდე; 1981-1982წწ. იყო ბაჯითის მშენებარე კარიერის დირექტორი; 1982 წელს არჩეულ იქნა საჩხერის რაისაბჭოს დეპუტატად და დაინიშნა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ იყო რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990 წლამდე მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; 1990-1991წწ. იყო საქართველოს კომპარტიის საჩხერის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1993-1998წწ. მუშაობდა საჩხერის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ; 1998 წლიდან შპს "საყალიბე ქვიშების" დირექტორია; მრავალწლიანი შრომითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის, ასევე საჩხერის რაიონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია საუწყებო ჯილდოებით; მინიჭებული აქვს საჩხერის რაიონის "საპატიო მოქალაქის" წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 211

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: