Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ნუკრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში გიორგიწმინდის მეღორეობის კომპლექსის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1978 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმმშენი"-ს საგარეჯოს საკოლმეურნებათაშორისო სამშენებლო საბჭოს თავმჯდომარედ; 1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის საგარეჯოს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 1991 წლის მიწისძვრის შედეგად, რაჭის რეგიონში დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; ასევე ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობაში დმანისისა და საგარეჯოს რაიონებში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულია არაერთი სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და კომუნალური დანიშნულების ობიექტი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 213
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |