შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა თიკანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია. მან საგანგებოდ შეისწავლა ბრაილის შრიფტი; "დედა ენა" და ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები ამ შრიფტზე გადაიტანა; შეადგინა ქართველ ქალთა წრე, რომლებიც უსინათლოებს მორიგეობით უკითხავდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. 1905 წელს "ავჭალის აუდიტორიის" (სახალხო თეატრი) გამგეობის წევრად აირჩიეს. 1902 წელს, სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ქალთა სკოლის დაარსებაში, სადაც ღარიბ ბავშვებს ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, შემდეგ ეს სკოლა "განათლების საზოგადოებად" - ოთხკლასიან სასწავლებლად გადააკეთეს, მონაწილეობა მიიღო თამარის სახელობის ქალთა რვაწლიანი საოსტატო სემინარიის და სამხატვრო სკოლა-სახელოსნოს დაარსებაში; 6 წელი სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა მოლარე-ბუღალტრად. მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში და სასწავლებლების დაარსებაში. 20 წელი უანგაროდ იმსახურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში. საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილში" ანიკოს ფსევდონიმით აქვეყნებდა მოთხრობებს. დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.303
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |