Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ შამელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1950 წელს; 1955-1958წწ. ასპირნტურის კურსი გაიარა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1950-1955წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ახალციხის რაიონსა და ქუთაისში, სასკოლო ინსპექტორი ქუთაისის ოლქის განათლების განყოფილებაში; 1959-1963წწ. - ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი; 1963-1972წწ. - დოცენტი; 1973-1994წწ. - ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურის, ლექსიკოლოგიის, მწერლის ენის, ქართული ენის ტოპონიმიკის, ონომასტიკის, ტერმინოლოგიის, მეტყველების კულტურის, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. ჟურნალ-გაზეთბში გამოქვეყნებული აქვს 1500-ზე მეტი სტატია, რეცენზია, ავტორია 19 მონოგრაფიისა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.538 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |