The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამისა ბერძნიშვილი

მამისა ბერძნიშვილი
Date of birth:1 June, 1925
Date of death:14 October, 2015  (at 90 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის განყოფილება 1948 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის კათედრაზე.

1956 წელს მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ ხანგრძლივად ეკავა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა; 1970 წელს გამოიცა მისი წიგნი "საქართველო XI-XIIსს-ში (სოციალურ-ეკონომიკური ნარკვევი)", რომელშიც შესწავლილია აღნიშნული პერიოდის სოციალური ფენები საქართველოში; ამ პრობლემასთან ერთად მას სიღრმისეულად აქვს შესწავლილი საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები; მის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა საქართველოს ისტორიული საზღვრების საკითხი, თბილისის ტერიტორია და მოსახლეობა; 1962 წელს მან გამოსცა "დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI-XVIIIსს.)"; ოთხმოციან წლებში დაინტერესდა ქართული ეპისტოლოგიით; მას დიდი ღვაწლი მიუძრვის კარტოგრაფიის დარგში; შედგენილი და გამოცემული აქვს არაერთი ისტორიული რუკა; დიდი შრომა გასწია ვახუშტი ბაგრატიონის ატლასების გამოცემაზე (1997); არის ერთ-ერთი ავტორი "საქართველოს ისტორიის ნარკვევები"-სა, თბილისის ისტორიის ორტომეულისა; დიდი დრო და ენერგია მოახმარა ცნობილი ქართველი მკვლევრების მემკვიდრეობის შესწავლასა და გამომზეურებას; მონაწილეობდა წყაროთმცოდნეობითი პრობლემების და სსრკ ისტორიული ატლასის შედგენისადმი მიძღვნილ საკავშირო და რესპუბლიკურ სესიებში; ის იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილებასთან არსებული ისტორიული გეოგრაფიის სამეცნიერო საბჭოს წევრი; მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებსა და სესიებში; იყო არაერთი ახალგაზრდა მეცნიერისა და ასპირანტის ხელმძღვანელი; ეწეოდა სამეცნიერო ნაშრომების ოპონირებას; წყაროთმცოდნე.

სადისერტაციო თემა - "ნიკორწმინდის "დაწერილი" XI საუკუნისა, როგორც საისტორიო წყარო", დაიცვა 1953 წელს. 

წყარო: ისტორიკოს მამისა ბერძნიშვილის 75 წლისთავის გამო / თ. ყაუხჩიშვილი, ლ. დავლიანიძე, დ. მუსხელიშვილი // ანალები / ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2001. - N2. - გვ.89-92

Bibliography


Share: