შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ პაიჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1974 წელს. 1974-2001წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჩოხარტაურის რაიონში; 2002 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანია "თბილისში"; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი საასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: ჩაის ფაბრიკები, კულტურის სახლები და საბავშვო ბაღები ჩოხატაურის რაიონში, ასევე სანატორიუმი კურორტ ნაბეღლავში; მუშაობდა "ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენის მშენებლობაზე, ბ. პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონის (ამჟამად "დინამო არენა") და ქ. სიღნაღის ცენტრის რეკონსტრუქციაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, ყოვლადწმინდა "სამების" საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის "მადლობის სიგელი". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 216
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |