Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლ ჰორსტ შმიდტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დასაუ-ანჰალტი, გერმანია. ბონის უნივერსიტეტის საენათმეცნიერო ინსტიტუტის დორექტორი, შედარებითი-ინდოევროპული ენათმეცნიერების კათედრის გამგე (1974); 1964-1966წწ. - მიუნსტერისა და 1966-1974წწ. - ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. სწავლობდა ქართველურ ენათმეცნიერებას ბონის უნივერსიტეტში გ. დეეტერსის ხელმძღვანელობით. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები კავკასიურ ენებსა და კელტოლოგიის პრობლემებს ეხება. ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია ქართველურ ენათა ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონოგრაფია "ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის" (ვისბედენი, 1962, ქართული თარგმანი - 1964). ეს წიგნი ერთი პირველთაგანია იმ შრომათა შორის, რომლებიც ქართველურ ენათა შედარებითი-ისტორიული შესწავლის დარგში მოასწავებენ ახალი მიმართულების დაწყებას საერთო ქართველური ფუძეენის რეკონსტრუქციის პრობლემათა გათვალისწინებით. მის შრომებში სპეციალური განხივლის საგანია აგრეთვე ქართველურ და ინდოევროპულ ენათა ტიპოლოგიური შედარების პრობლემები. გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1964). წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.547; titus.uni-frankfurt.de
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |