The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ზუბალაშვილი

Date of birth:18??
Date of death:1866
Burial location:ზუბალაშვილთა საგვარეულო ("კვერნაქის") სასაფლაო, გორი
Category:Manufacturer, Public Man

Biography

"დავით ივანეს ძე ზუბალაშვილი იყო განთქმული ჭკვიანი კაცი და მიღებული მთელ გორის მაზრაში... 1852 წელს გორში მობძანდა განსვენებული [იმპერატორი] ალექსანდრე II, ჯერ კიდევ მემკვიდრე. თან ახლდა ბებუთოვი და პირდაპირ გორისციხეზე აბძანდა სანახავად. იქ დახვდა დ. ზუბალაშვილი, გორელების მხრით მიესალმა და აუხსნა გორის ციხის მნიშვნელობა. დავითმა ისტორიულად კარგად იცოდა გარემოება. იმ დროებში მემკვიდრე ბძანდებოდა თავ. ალექსანდრე ერისთავ-თან... ზუბალაშვილიც, ვიდრე წაბძანდებოდა მემკვიდრე, თავადის ერისთავის სახლში იყო" (აღ. თუთაევი). დავით ივანეს ძეს გორში ჰქონდა დიდი მამულები, სოფლის მეურნეობას კარგად უძღვებოდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. გარდა ამისა, დავითი ძმების მსგავსად ეწეოდა ფართო ვაჭრობას რუსეთში, ევროპაშიც. ამ მხრივ იგი განსაკუთრებულად დაწინაურებულა XIX საუკუნის 20-იან წლებში. დავით ივანეს ძე ზუბალაშვილი იყო გამოჩენილი ვაჭარი. გორში  აბრეშუმეულით, მაუდეულითა და ბამბეულით მოვაჭრე. ის იმ დროს დადიოდა სავაჭროდ ლეიფციხს, მოსკოვს, ნიჟნი ნოვგოროდში, როცა არც რკინის გზა იყო და არც ხრეშდაყრილი გზები. სამოცდა ხუთის წლისა იქნებოდა, როცა კიდევ თვითონ მიდიოდა სავაჭროდ" (აღ. თუთაევი). დავითის ოჯახი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებოდა არა მარტო გორში, არამედ თბილისსა და სხვა ქალაქებშიც. "დავითის კეთილი საქმეების შესახებ თანამედროვეთა შორის დარჩენილი ყოფილა ბევრი კარგი მოგონება" (ზ. ჭიჭინაძე). დავით ზუბალაშვილის მემკვიდრეები იყვნენ: ანტონი, ნიკოლოზი და ალექსანდრე. დავითის გარდაცვალების თარიღად ზოგ წყაროში დასახელებულია 1866 წელი, ზოგან 1862 წელი. დაკრძალულია გორში, ზუბალაშვილთა საგვარეულო ("კვერნაქის") სასაფლაოზე, სადაც ახლა ქალაქის დასახლებაა. ქველმოქმედი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.168-171 (dspace.nplg.gov.ge)


Share: