Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციელობით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1987 წელს. 1977-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენი"-ს №3 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერ-ეკონომისტად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1981-1983წწ. იყო საქართველოს პროფსაბჭოს კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების გამგე; 1981-1985წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ტურისტპროექტის" პროექტის მთავარ ინჟინრად, პროექტის მთავარი არქიტექტორებისა და მთავარი ინჟინრების ბიუროს უფროსად; 1985-1991წწ. იყო საქართველოს ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე, შემდეგ კი კაპიტალური მშენებლობისა და მომარაგების განყოფილების გამგე; 1991-2007წწ. მუშაობდა სამხატვრო დიზაინერული საწარმო "ტურისტის", მისი რეორგანიზაციის შემდეგ, შპს "არქიტექტურულ-დიზაინერული ფირმა - ადფ"-ს მთავარ ინჟინრად; 2001-2007წწ. შთავსებით იყო შპს "სპეციალური დიზაინი და არქიტექტურა"-ს ("სდა") მთავარი ინჟინერი; 2007 წლიდან შპს "ჩვენი საქმე"-ს ჯერ მთავარი ინჟინერი იყო, შემდეგ კი დირექტორია; მისი მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მრავალი ტურისტული მომსახურების სფეროს მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტები. კერზოდ, ბათუმის, გუდაუთის, ოჩამჩირის, მახაჩყალისა და ტაგანროგის ტურისტული სასტუმროების მაღლივი შენობები; ასევე მისი მონაწილეობით განხორციელდა თელავის, ლაგოდეხის, "თბილისის ზღვის" (ქ. თბილისში), მცხეთის, ფასანაურის, ქუთაისის, ბაზალეთის, ვარძიის, ზონკარის, ახალი ათონისა და ტამიშის ტურისტული სასტუმროებისა და ტურისტული ბაზების შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია; აგრეთვე სარფის საბაჟოსა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი, "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის ხაზის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა - რუსთავში, წალკაში, ბაკურიანში და ახალციხეში; "ზუგდიდი-ხაიშის" საავტომობილო გზის გვირაბის, "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", "მტკვარჰესისა" და "დარიალჰესის" წყალგამტარი გვირაბების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 219-220
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |